გამოყენებულია წნევის გამომწვევი ასაფეთქებელი ნივთიერება - ეს ტერორისტული აქტია!

გამოყენებულია წნევის გამომწვევი ასაფეთქებელი ნივთიერება - ეს ტერორისტული აქტია!

„ვაზაგაშვილის მკვლელობა რეალურად მცოდნე ადამიანის მხრიდან განხორციელებული ტერორისტული აქტია", - აღნიშნული განცხადება „კვირას" პრესკლუბში გენერალმა, სამხედრო ექსპერტმა კობა კობალაძემ გააკეთა. კობალაძის განცხადებით, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება არის საქმე, რომელზე პასუხსაც მთელი საზოგადოება ელოდება.

„აღნიშნული აქტი კონკრეტული პიროვნების მიმართ მიზანმიმართულად განხორციელდა. ფაქტი რეალურად შესასწავლია. გამოყენებულია წნევის გამომწვევი ასაფეთქებელი ნივთიერება. არ ვიცი, კონკრეტულად, რა სახის ნივთიერება ან ხელსაწყო იყო გამოყენებული. არსებობს რამდენიმე ნაირსახეობა, მათ შორის თავდაცვისუნარიანობის, ქვეითსაწინააღმდეგო ... შეიძლება, ეს იყო შეხების დროს რეაქციის გამომწვევი, შეიძლება იყო რადიოტალღოვანი. საზოგადოება ელოდება პასუხს. პროცესი, ალბათ, ცოტა დაჩქარდება, თუნდაც იმის გამო, რომ ბატონი იური სამართალს ზვარაკად შეეწირა", - განაცხადა კობა კობალაძემ.