მარიუპოლში

მარიუპოლში "ბოევიკების" ცეცხლის გახსნის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა "ბოევიკების" მიერ მარიუპოლში ცეცხლის გახსნის შედეგად. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ აბროსკინი ავრცელებს. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ დრომდე უცნობია გარდაცვლილთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა. 

"ბოევიკები" შეტევას ახორციელებენ მარიუპოლზე. ადგილობრივების განცხადებით, ქალაქის მარცხენა სანაპირო ცეცხლის ქვეშაა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ცეცხლი უკიდიათ მანქანებს.