ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის ალექსანდრე ზახარჩენკოს განცხადებით, "რესპუბლიკაში" სიკვდილით დასჯის კანონს მიიღებენ.
"დონეცკის რესპუბლიკაში სიკვდილის დასჯის კანონს მივიღებთ", - განაცხადა ალექსანდრე ზახარჩენკომ.
გუშინ, ე.წ.დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ სახლებს ჩამოართმევს მათ, ვინც რესპუბლიკიდან გარბის.
ალექსანდრე ზახარჩენკოს თქმით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა კიევთან ყველა სახის სამშვიდობო მოლაპარაკებებს წყვეტს.