საუდის არაბეთის ახალი მეფე აცხადებს, რომ წინამორბედის პოლიტიკურ კურსს შეინარჩუნებს

საუდის არაბეთის ახალი მეფე აცხადებს, რომ წინამორბედის პოლიტიკურ კურსს შეინარჩუნებს

საუდის არაბეთის ახალი მეფის, სალმანის განცხადებით, წინამორბედის პოლიტიკურ კურსს შეინარჩუნებს. "ჩვენ გავაგრძელებთ იმ სწორ პოლიტიკას, რომელიც საუდის არაბეთმა არსებობის პირველი დღიდან აირჩია", - განაცხადა მეფე სალმანმა. 

79 წლის სალმანმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრად მოჰამედ ბინ ნაიეფი დანიშნა, საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრად კი საკუთარი ვაჟი, მოჰამედ ბინ სალმანი. 

საუდის არაბეთის მეფე აბდულა ბინ აბდულაზიზი ორი დღის წინ გარდაიცვალა. 90 წლის მონარქის დაკრძალვის ცერემონია გუშინ გაიმართა, რომელსაც სხვა ლიდერებთან ერთად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენი და იორდანიის მეფე დაესწრნენ. 

აბდულა ბინ აბდულაზიზი საუდის არაბეთის სამეფო ტახტზე 2005 წელს ავიდა. 

"ბიბისის" ინფორმაციით, საუდის არაბეთის მეფე აბდულას გარდაცვალების გამო დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო დაწესებულებებზე დროშები დაუშვეს. დიდი ბრიტანეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, დროშები პროტოკოლის შესაბამისად და ბუკინგემის სასახლის მოთხოვნით დაეშვა. 

სახელმწიფო შენობებზე დროშების დაშვებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა შოტლანდიელი კონსერვატორის რუთ დევიდსონის მხრიდან, რომელმაც ამ გადაწყვეტილებას გაუგონარი სისულელე უწოდა.