იური ვაზაგაშვილის ცხედარს დღეს სამების ტაძარში გადაასვენებენ

იური ვაზაგაშვილის ცხედარს დღეს სამების ტაძარში გადაასვენებენ

იური ვაზაგაშვილის ცხედარს დღეს, 16.00 საათზე "ჯაზუდან" სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც საეკლესიო პანაშვიდი გაიმართება. დღესვე, 20:00 საათზე, ვაზაგაშვილს სამებიდან მშობლიურ სოფელ ყარაფილაში გადაასვენებენ, სადაც 25 იანვარს, საკუთარი შვილების გვერდით დაკრძალავენ. 

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.