თეა წულუკიანი - ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ დღეს ვართ ძლიერი ხელისუფლება

თეა წულუკიანი - ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ დღეს ვართ ძლიერი ხელისუფლება

ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ დღეს ვართ ძლიერი ხელისუფლება, რადგან თვალწინ აგვიფეთქდა ისეთი ადამიანი, როგორიც იყო იური ვაზაგაშვილი. 

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ დარბაზ "ჯაზუსთან" განაცხადა, სადაც ის იური ვაზაგაშვილის სამძიმარზე იმყოფებოდა. 

"სექტემბრიდან მოყოლებული ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამართლიანობის გზაზე დააყენოს ეს საქმე და ეს თავად ბატონმა იურიმაც უკვე იცოდა", - აღნიშნა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძის თანამდებობიდან გადადგომის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჭიკაიძემ გაბედული და სწორი ნაბიჯი გადადგა.

"ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ დღეს ვართ ძლიერი ხელისუფლება იმიტომ, რომ თვალწინ აგვიფეთქდა ისეთი ადამიანი, როგორიც იყო იური ვაზაგაშვილი და სწორედ ეს პასუხისმგებლობა იგრძნო ალექსანდრე ჭიკაიძემ და მან გაბედული და სწორი ნაბიჯი გადადგა", - აღნიშნა წულუკიანმა.