ივანიშვილი - პროკურატურას სჭირდება სერიოზული მტკიცებულებები, ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების გაჭიანურების ერთ-ერთი ობიექტური მიზეზი ეს არის

ივანიშვილი - პროკურატურას სჭირდება სერიოზული მტკიცებულებები, ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების გაჭიანურების ერთ-ერთი ობიექტური მიზეზი ეს არის

ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე პროკურატურის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, გამოძიებასთან დაკავშირებით თავადაც ჰქონდა უხერხულობა მისი გაჭიანურების გამო.

"ეს იურისთანაც დავაფიქსირე და თავადვე მამშვიდებდა, რომ მან კარგად იცის ჩემი პოზიცია. საქმის გამოძიების გაჭიანურებას აქვს თავისი მიზეზები. მე და ბატონი იური შევთანხმდით იმაზე, თუ როგორი პროკურატურა დაგვხვდა და რომ ცვლილებები განვახორციელეთ. სასამართლოც გათავისუფლდა ყოფილი ხელისუფლების წნეხისგან, მისმა თამასამ აიწია და დღეს პროკურატურას სჭირდება სერიოზული მტკიცებულებები. ერთ-ერთი ობიექტური მიზეზი გამოძიების გაჭიანურებისა ეს არის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, იური ვაზაგაშვილი პროკურატურის მუშაობით ძალიან კმაყოფილი იყო, რადგან გამოძიება დასკვნით ფაზაში შედიოდა და პროკურატურის ეჭვები უფრო მეტად მტკიცდებოდა.