თეა წულუკიანის განცხადებით, იური ვაზაგაშვილის საქმეზე შს ყოფილმა მინისტრმა პასუხისმგებლობა იგრძნო და თანამდებობის დატოვებით გაბედული ნაბიჯი გადადგა.
"სექტემბრიდან მოყოლებული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს საქმე სამართლიანობის გზაზე დააყენოს. ეს თავად ბატონმა იურამაც იცოდა. ჩვენ ვერ ვიტყვით რომ დღეს ძლიერი ხელისუფლება ვართ იმიტომ, რომ თვალწინ აგვიფეთქდა ისეთი ადამიანი, როგორიც იურა ვაზაგაშვილი იყო და სწორედ ეს პასუხისმგებლობა იგრძნო ალექსანდრე ჭიკაიძემ. მან გაბედული და სწორი ნაბიჯი გადადგა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადაყენების თხოვნით მიმართა. აღნიშნულის მიზეზად ჭიკაიძე იმ ბრალდებებს ასახელებს, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში დამნაშავე პირების მფარველობაზე მისი მისამართით ისმოდა. შს ყოფილი მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის ცხელ კვალზე გახსნის შემთხვევაში ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.