დავოსში საქართველოს წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრების შედეგად, საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად, უახლოეს მომავალში, ხუთი მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი ეწვევა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში (შვეიცარია) გამართულ ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის დროს მოაწყო შეხვედრები სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან.
საფრანგეთში დაფუძნებული კომპანია Louis Dreyfus Group-ი, რომელიც საქმიანობს სოფლის მეურნეობის, ნავთობის, ენერგეტიკისა და სასაქონლო ბირჟის სფეროებში, ერთ-ერთი იმ კომპანიათაგანია, რომელიც საქართველოთი დაინტერესდა. კომპანიის ხელმძღვანელი, მარგარიტა ლუი-დრეიფუსი და ირაკლი ღარიბაშვილი შეთანსხმდნენ, რომ Louis Dreyfus Group-ის წარმომადგენლები მალე საქართველოს ეწვევიან.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ინვესტორებისათვის ლიბერალური პირობები შექმნა.
კიდევ ერთი მსხვილი კომპანია Hanwha Group-ი, სამხრეთ კორეის ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს-ჯგუფი, რომელიც წარმოებისა და ვაჭრობის სფეროში საქმიანობს, მზად არის საქართველოში გამოაგზავნოს თავისი წარმომადგენლები.
Hanwha Group-ის დირექტორთან, დონგ კვან კიმთან საუბრისას, ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელოვნებას, განსაკუთრებით კი, მისი იმ ნაწილის, რომელიც ეხება ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ საქართველოსათვის ხელმისაწვდომი გახდა ევროკავშირის ბაზრები, რომლებიც 28 ქვეყანასა და 500 მილიონ მომხმარებელს მოიცავენ.
მესამე ქვეყანა, რომელიც საქართველოს მიმართ ინტერესს გამოხატავს, არის საინფორმაციო, ქსელური ტექნოლოგიებისა და სატელეკომუნიკაციო მრეწველობის ბიზნესის ხელშემწყობი ინდური მულტი-ნაციონალური კომპანიაTech Mahindra.
ინდური გლობალური საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურე კომპანია HCL Technologies-მაც გამოხატა მზადყოფნა, განიხილოს საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები.
პრემიერ-მინისტრი აგრეთვე შეხვდა საერთაშორისო საინვესტიციო მენეჯმენტის ჯგუფის, Aberdeen Asset Management-ის აღმასრულებელ დირექტორს, მარტინ გილბერტს, რომელიც მართავს კერძო ინვესტორების და ორგანიზაციების აქტივებს.
Aberdeen Asset Management-მა უკვე განახორციელა 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია საქართველოსა და ქართული კომპანიების მიერ გამოცემულ ფასიან ქაღალდებში. კომპანიის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს პოლიტიკა სასამართლოს დამოუკიდებლობის და კერძო საკუთრების უფლებების დაცვის საკითხებში.
გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილი გააგრძელებს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის ფარგლებში სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან დაგეგმილ ორმხრივ შეხვედრებს.
http://www.azernews.az/region/76429.html