"თავისუფალი დემოკრატების" წევრი გია ცაგარეიშვილი ჭიკაიძის შემცვლელის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ თუ შსს-ს რეორგანიზაცია მართლაც იგეგმება, ახალი მინისტრი არ უნდა დაინიშნოს და ვახტანგ გომელაურმა მინისტრის მოვალეობა უწყების გაყოფამდე შეასრულოს. პრემიერმა შსს-ს რეორგანიზაცია უნდა გამოაცხადოს.
"არასერიოზული იქნება, თუკი ისევ დროებით შინაგან საქმეთა მინისტრს მივიღებთ - დანიშნულს რამდენიმე თვით. ამიტომ ვფიქრობ, ბატონმა გომელაურმა მინისტრის მოვალეობა უნდა შეასრულოს. ის ჩვენი თანამებრძოლი იყო და მასთან დაკავშირებით იმ სახის კითხვები არ დაისმება, რაც მის წინამორბედთან დაკავშირებით ისმოდა. თავი და თავი ამ განუკითხაობის დევს იმაში, რომ სამწუხაროდ, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს დაავიწყდათ უმთავრესი დაპირება - სამართლიანობის აღდგენა. ამ კადრებითა და სისტემით ვერავითარი სამართლიანობა ვერ აღდგება, ჩადენილ უსამართლობას კი კიდევ უფრო დიდი უსამართლობები დაემატება", - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.