ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა, „რეპორტიორთან" საუბრისას ალექსანდრე ჭიკაიძის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომა შეაფასა.
მისი განაცხადებით, ჭიკაიძემ სწორი ნაბიჯი გადადგა, თანამდებობა რომ დატოვა.
„რა თქმა უნდა, ჭიკაიძემ სწორი ნაბიჯი გადადგა, რადგან როდესაც ვერ ართმევ თავს დაკისრებულ მოვალეობას და ქვეყანაში ასეთი შემზარავი ფაქტი ხდება, უნდა დატოვო თანამდებობა. მას კი, ალბათ, თავის ძალებში ეჭვი შეეპარა და ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი. ამ საქმის გახსნა კი - ხელისუფლებისთვის ტესტია", - განუცხადა ია მეტრეველმა „რეპორტიორს".