"გადადგომების სერია" -აშკარა იყო, რომ ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო გარემოცვა ტოვებდა თანამდებობებს

"გადადგომების სერია" -ასე უწოდა თავსუფალი დემოკრატების ლდერმა შსს-ში ბოლო პერიოდში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს და ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომაც ამ მოვლენებთან დააკავშირა. ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით ის საკადრო ცვლილებები გაიხსენა, რომელიც ჭიკაიძის გადადგომას უძღოდა წინ აშკარა იყო, რომ თანამდებობებს ღარიბაშვილის გარემოცვა ტოვებდა. ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ იმ ყვლაფრის შემდეგ ვახტანგ გომელაური მინისტრის პირველი მოადგილე გახდა და მისი პასუხისმგებლობის სფერო გაიზარდა, შესაბამისად ალექსი პეტრიაშვილი არ გამორიცხავს, რომ შს მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა განიხილებოდეს.

"აშკარა იყო, რომ ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო გარემოცვა ტოვებდა თანამდებობებს კონკრეტული პრეტენზიების გამო. დამოუკიდებლად ლექსო ჭიკაიძეს არ ჰქონდა ის პოლიტიკური ძალაუფლება, გავლენა შსს-ზე, რომ ვინმე დაეფარა", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.