ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ იური ვაზაგაშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ იური ვაზაგაშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად საზოგადოებრივ დარბაზ "ჯაზუში" იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

როგორც ექსპრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ადასტურებს, რომ იური ვაზაგაშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და იგი ითხოვდა იმ თანამდებობის პირების გადაყენებას, რომლებიც მისი შვილის მკვლელობაში არიან გარეული.

ივანიშვილის თქმით, იური ვაზაგაშვილი ამბობდა, რომ უკრაინაში გამოჩნდა მოწმე, რომელიც ამ ფაქტს დაადასტურებს და ამით ძალიან გახარებული იყო. "ძალიან ვინერვიულე, ისეთი დეტალები მითხრა და აქეთ მამშვიდებდა. რამდენიმე დღეში კიდევ უნდა შევხვედროდი", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.