როგორც "პირWელს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის საკითხის კომენტირებისას განუცხადა, მინისტრის გადაწყვეტილება პასუხისმგებლობით იყო გაჯერებული.
ბესელიას თქმით, მაშინ როდესაც არსებობს თუნდაც მცირედი კითხვები, ხომ არ აფარებს ვინმე ხელს დანაშაულს, ამ შემთხვევაში ჭიკაიძის გადაწყვეტილება სწორი იყო.
"ვფიქრობ, რომ მინისტრმა აჩვენა მაღალი პასუხისმგებლობა, როცა თანამდებობაზე მაღლა დააყენა, როგორც ამ ქვეყნის ჯარისკაცის და მოქალაქის პირადი პასუხისმგებლობა, როდესაც ხდება ასეთი შემზარავი ქმედება, ბუნებრივია, ძალიან იზრდება ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი. ალექსანდრე ჭიკაიძის ეს გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ, არის სწორედ იმ პასუხისმგებლობის მაჩვენებელი, რომელიც არასდროს არ ჰქონია სააკაშვილის მინისტრებს, როდესაც ებღაუჭებოდნენ თანამდებობებს და არაფრად არ მიაჩნდათ ადამიანის სიცოცხლე, ამდენად, მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება იყო პასუხისმგებლობით გაჯერებული",-განაცხადა ბესელიამ