"ჩემი აზრით, აჯობებდა ჭიკაიძეს ვაზაგაშვილის საქმე ბოლომდე მიეყვანა"

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, კულისებიდან ივანიშვილის მმართველობის პირობებში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება შს მინისტრი და ვინ პროკურორი.

"რა მნიშვნელობა აქვს ჭიკაიძე იქნება მინისტრი თუ ბადაშვილი მთავარი პროკურორი. აქ დამყარებულია ერთიანი ცენტრალიზებული მმართველობის სისტემა, რომელსაც კულისებს მიღმა მყოფი ბიძინა ივანიშვილი მართავს, ამიტომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მინისტრი, ვინ პროკურორი. რაც შეეხება მიზეზს, ვაზაგაშვილთან დაკავშირებით მან თქვა, რომ მორალური პასუხისმგებლობა დაეკისრა და ამიტომ წავიდა, თუმცა ჩემი აზრით, აჯობებდა მას საქმე ბოლომდე მიეყვანა", - განუცხადა "პირWელს" დოლიძემ.

შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადაყენების თხოვნით მიმართა. აღნიშნულის მიზეზად ჭიკაიძე იმ ბრალდებებს ასახელებს, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში დამნაშავე პირების მფარველობაზე მისი მისამართით ისმოდა. შს ყოფილი მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის ცხელ კვალზე გახსნის შემთხვევაში ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.