"რომ გითხრათ მისი მინისტრობით ძალიან კმაყოფილი ვარ თქო-არა" - უმრავლესობის პირველი კომენტარი

შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის მოთხოვნით პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვას საპარლამენტო ყმრავლესობის წევრები ეხმაურებიან. „პირველ რადიოსთან“ კომენტარს აკეთებს დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე. მისი განცხადებით, ჭიკაიძემ ჩათვალა რომ ვერ გააკეთა ის, რასაც გეგმავდა და ამიტომ სურს თანამდებობის დატოვება, ასეთ შემთხვევაში დეპუტატი ჭიკაიძის საქციელს ამართლებს და ამბობს, რომ ამ თანამდებობაზე უფრო მეტად გამოცდილი და ენერგიული პირის ნახვა სურს. ომარ ნიშნიანიძე ამბობს, რომ ჭიკაიძის შს მინისტრობით კმაყოფილი არც თვითონაა:

თუ მან ჩათვალა ასე საჭიროდ და მან მიმართა პრემიერს, მაშინ უნდა დაკმაყოფილდეს მე ასე ვფიქრობ. ის ფიქრობა ალბათ, რომ მან ვერ შეასრულა ამოცანა და ვერ გაართვა რაღაცას თავი. ამიტომ, თორემ მაშინ არ მიმართავდა, სხვა მიზეზები თუა მაშინ აგვიხსნან. თვითონაც გრძნობს, რომ რაღაცა მთლად ისე ვერ მოაგვარა, როგორც უნდოდა და როგორც გვინდოდა ჩვენ ყველას, როგოირც ჩანს ასე არის საქმე და თუ ასე არის უნდა დაკმაყოფილდეს და მოიძებნოს ადამიანი, რომელიც უკეთ შეასრულებს მოვალეობას. რომ გითხრათ მისი მინისტრობით ძალიან კმაყოფილი ვარ თქო-არა. იყო რაღაც მომენტები, მაგალითად ჰეროინის ამოღება, ძალიან კარგი რაღაცეები გააკეთა მან მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ, რომ მეტი გამოცდილებაა საჭირო ასეთ მაღალ, საპატიო თანამდებობაზე. მე მიჯობდა, რომ სხვა უფრო გამოცდილი, უფრო ენერგიული, უფრო მეტის გამკეთებელი კაცი ყოფილიყო ამ თანამდებობაზე, ვიდრე ისაა, თორე პიროვნულად დადებითი არის თავიდან ბოლომდე.“ განაცხადა „პირველ რადიოსთან“ საუბრისას ომარ ნიშნიანიძემ.