ადვოკატ გაგი მოსიაშვილი ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტის დატოვებას მორალურად სწორ გადაწყვეტილებად აფასებს.
როგორც "პირWელს" მოსიაშვილმა განუცხადა, კარგი იქნება, თუ ალექსანდრე ჭიკაიძეს მიბაძავენ ის ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან ე.წ. კორტების სპეცოპერაციასთან.
"კარგი იქნება თუ მას მიბაძავენ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულნი არიან 2 მაისის საქმესთან. რაც შეეხება შს მინისტრის გადაწყვეტილებას, ეს მორალურად სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია",-განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ჭიკაიძემ პრემიერ-მინისტრს გადადგომის თხოვნით ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმართავს და აღნიშნავს, რომ თუ ვაზაგაშვილის მკვლელობის ცხელ კვალზე გამოძიება მოხდებოდა, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.
"მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას.
იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ.
გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", - აღნიშნულია ჭიკაიძის საგანგებო განცხადებაში.