პრემიერის გადაწყვეტილება ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომასთან დაკავშირებით ხვალ გახდება ცნობილი

პრემიერის გადაწყვეტილება ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომასთან დაკავშირებით ხვალ გახდება ცნობილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დავოსიდან დაბრუნების შემდეგ მიიღებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურში განუცხადს.

მათივე განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილი დავოსიდან ხვალ დაბრუნდება.

შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობიდან გადადგა. შესაბამისი განცხადებით მან პრემიერ-მინისტრს უკვე მიმართა.