პრეზიდენტი „თავისუფალ დემოკრატებთან“ კონსულტაციებს მართავს

პრეზიდენტი „თავისუფალ დემოკრატებთან“ კონსულტაციებს მართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევ კრიტერიუმებზე „თავისუფალი დემოკრატების" შეხედულებებს ეცნობა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა ნახევარი საათია, მიმდინარეობს. შეხვედრის დროს „თავისუფალი დემოკრატები" გიორგი მარგველაშვილს საკუთარ მოსაზრებებს გააცნობენ, თუ როგორი წარმოუდგენიათ უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარე.

„აუცილებელია, ეს თანამდებობა დაიკავოს პირმა, რომელიც შეძლებს და სასამართლო იქნება დამოუკიდებელი",- ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რასაც „თავისუფალი დემოკრატები" უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარისგან მოითხოვენ.

მარგველაშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები უკვე გააცნეს არასამთავრობო სექტორის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა. გადაწყვეტილებას კი კონსულტაციების ბოლოს გიორგი მარგველაშვილი მიიღებს და კანდიდატურას დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.