ბიძინა ივანიშვილი უნდა დაიკითხოს, თუ გარდაცვალებამდე იური ვაზაგაშვილს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი უნდა დაიკითხოს, თუ გარდაცვალებამდე იური ვაზაგაშვილს შეხვდა

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გარდაცვალებამდე იური ვაზაგაშვილი ნამდვილად შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, ივანიშვილის დაკითხვა უნდა მოხდეს.

მისი თქმით, მას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, ნამდვილად შეხვდა თუ არა იური ვაზაგაშვილი ბიძინა ივანიშვილს.

„ვერ დავადასტურებ, ნამდვილად გაიმართა თუ არა ეს შეხვედრა. მაგრამ თუკი იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, მაშინ ბიძინა ივანიშვილით გამოძიება უნდა დაინტერესდეს და აუცილებელია, მოხდეს მისი დაკითხვა. საინტერესოა, რა ინფორმაციას ფლობდა ბიძინა ივანიშვილი ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.