უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ტურჩინოვის ინფორმაციით, "ბოევიკები" დონბასში აქტიურ შეტევით ოპერაციებზე გადადიან და მოსალოდნელია სიტუაციის გამწვავება.
სააგენტო "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ ტურჩინოვმა პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენუკის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"რუსულ-ტერორისტულმა დაჯგუფებებმა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ფაქტობრივად, დაარღვიეს. მობილიზებულია დიდი რაოდენობით ძალები და შეიარაღება, მათ შორის, საუბარია რუსეთის ფედერაციის რეგულარული სამხედრო ძალების ნაწილებზე. დღეს აქტიურ შეტევით ოპერაციაზე გადმოდიან", - განაცხადა ტურჩინოვმა.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალები და ნაციონალური გვარდია სიტუაციას აკონტროლებს.