რუსმა ოკუპანტებმა სკოლაში მიმავალი 3 მცირეწლოვანი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა სკოლაში მიმავალი 3 მცირეწლოვანი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა სკოლაში მიმავალი 3 მცირეწლოვანი გაიტაცეს, შემთხვევა სოფელ წყოუსთან მოხდა. მოსწავლეები ოკუპანტებს 5 საათის განმავლობაში საგუშაგოში ყავდათ დატყვევებული. ბავშვების გათავისუფლება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთი ბავშვი შეუძლოდ გახდა. როგორც მოსწავლეები იხსენებენ, რუსი სამხედროები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მათ დასცინოდნენ. ერთ-ერთი მოსწავლე იხსენებს, რომ მას რუსმა ჯარისკაცმა 7 თვის წინ მომხდარი ამბავიც გაახსენა, როდესაც ის მის ოჯახში არყის სათხოვნელად მივიდა, მაგრამ მათ გამასპინძლება ვერ მოახერხეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ რუსები მათ ოჯახებს ხშირად აწიოკებენ. არის შემთხვევები, როდესაც მათთან შეიარაღებული ოკუპანტები მიდიან და საჭმელს და ალკოჰოლურ სასმელს ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მათ შინაური ცხოველები თითქმის არ ჰყავთ, რადგან რუსმა ჯარისკაცებმა ისინი ან მოიპარეს ან ძალით წაართვეს.