საქართველოს პრემიერ-მინისტრი ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს როლფ ჰოიერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კონკრეტული მიმართულებები განიხილეს. გადაწყდა, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა არსებული პროექტების ფარგლებში და გაფართოვდება არეალი ახალი პროექტების მეშვეობით.
ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN 21 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. CERN-ის წევრ სახელმწიფოთა ფულადი კონტრიბუცია ყოველწლიურად, დაახლოებით, 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.