რუსეთის დუმამ რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის ე.წ. სტრატეგიული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. რუსული მედიის ინფორმაციით, რატიფიცირებას მხარი 441-მა დეპუტატმა დაუჭირა. რატიფიცირების წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ერთმა დეპუტატმა მისცა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ.მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გასული წლის 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი. შეთანხმების ერთ-ერთი დებულება ერთიანი შეიარაღებული ძალების შექნასა და საქართველოსთან ე.წ. საზღვრის ერთობლივ დაცვას ითვალისწინებს. ე.წ. შეთანხმეის მიხედვით, ერთ მხარეზე თავდასხმა მეორე მხარეზე თავდასხმად განიხილება.