ადეიშვილი უკრაინიდან ქართველებს ციხეში ამოლპობით ემუქრება

ადეიშვილი უკრაინიდან ქართველებს ციხეში ამოლპობით ემუქრება

ყოფილი პოლიტპატიმარი გია სალუქვაძე გაზეთ „ალიასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საქართველოს და ქართველებს ემუქრება. სალუქვაძის თქმით, ადეიშვილი უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთ ქართველ ბიზნესმენს მუქარის სიტყვებით მიმართა.

„რამდენიმე დღის წინ კიევის „შერატონში" ისხდნენ ადეიშვილი, დათო საყვარელიძე და ძმანი მათნი, სულ იყო 12 ადამიანი, მათთან მივიდა ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი და პირადად ადეიშვილს ჰკითხა, შენ აქ რა გინდაო და ა.შ. იცით, რა დაემუქრა? წელიწად-ნახევარში მთელ საქართველოს დედას გიტირებთ, ამოგალპობთ ციხეებში, მაშინ გაგახსენებ, მე რა მინდოდა აქო. ამ ამბავს არ ვიგონებ, ეს არის რეალობა, თბილისში როგორც კი ჩამოვალ, ჩემი მეგობრისგან ავიღებ უფლებას. თუ აქვს სურვილი, მის გვარს დავასახელებ, ან იქნებ მან თავად მოგცეთ ინტერვიუ და ამ საკითხზე ღიად ისაუბროს", - აცხადებს სალუქვაძე გაზეთ „ალიასთან" ინტერვიუში.