„მთავრობა!... რამდენ ხანს აპირებთ კიდევ ელჩის დანიშვნის გაჭიანურებას? ხომ გამოხვედით ემოციურ-სოლიდარული გაუგებრობიდან?...

„მთავრობა!... რამდენ ხანს აპირებთ კიდევ ელჩის დანიშვნის გაჭიანურებას? ხომ გამოხვედით ემოციურ-სოლიდარული გაუგებრობიდან?..."

„მთავრობა! ნატოს უელსის სამიტის გადაწყვეტილებებზე შემუშავებული სამოქმედო გეგმის გახმიანების და მისი რეალიზაციის ეტაპი კარს არის მომდგარი! რამდენ ხანს აპირებთ კიდევ ელჩის დანიშვნის გაჭიანურებას? ხომ გამოხვედით ემოციურ-სოლიდარული გაუგებრობიდან? ხომ ხართ თქვენც ნატოც და ევროკავშირიც? თუ აღარ ხართ, უთხარით საზოგადოებას! თუ ელჩის დანიშვნის უნარი არ შეგწევთ, ეგეც გვითხარით! ხომ შექმენით დამატებითი საბჭო! შეიკრიბეთ! დროზე მოიფიქრეთ! გადაწყვიტეთ და იმოქმედეთ! თუ ვერ ან/და არ, მერე არაფერი გეწყინოთ და გაგიკვირდეთ!“

ასე ეხმაურება „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ნატოში“ საქართველოს ელჩის შემცვლელი ჯერ შერჩეული არ არის. ამჟამად ამ მოვალეობას ლევან დოლიძე ასრულებს, რომელსაც უფლებამოსილება 3 დღში ეწურება. შეგახსენებთ, რომ ლევან დოლიძე, რომელიც დეპუტატ ვიქტორ დოლიძის ძმაა, ელჩის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" მიერ კოალიცია "ქართული ოცნებიდან" გასვლისთანავე გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მისი განცხადება დააკმაყოფილა და ლევან დოლიძე საქართველოში ნატო-ს მუდმივი წარმომადგენლის პოსტს ოფიციალურად 26 იანვარს დატოვებს.