სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს მეგის ქარდავას სერგო თეთრაძის საქმეზე სასჯელის სახით პატიმრობა მიუსაჯა.
მეგის ქარდავა დამნაშავედ იქნა ცნობილი 144 -ე და 138-ე მუხლებით, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობას და წამებას გულისხმობს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აქედან ამნისტიის კანონის თანახმად, მეგის ქარდავას სასჯელის 1/4 მოაკლდა და საბოლოოდ, თავისუფლების აღკვეთა 9 წლით განესაზღვრა.
პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის 19 სექტემბერს დააკავეს, 25 სექტემბრს კი იგი გლდანის ციხეში გარდაიცვალა.