ტურიზმის გამოფენაში ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციის მონაწილეობა ქართულმა მხარემ გააპროტესტა

ტურიზმის გამოფენაში ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციის მონაწილეობა ქართულმა მხარემ გააპროტესტა

როგორც "პირWელს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სტამბოლში მიმდინარე გამოფენაში საქართველოც მონაწილეობს და ინფორმაციის შეტყობისთანავე, გენერალურმა კონსულმა აფხაზეთის მონაწილეობა გააპროტესტა.

საგარეო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დღეს ქართული დელეგაცია შეხვედრებს გაიმართავს, როგორც გამოფენის ორგანიზატორებთან, ასევე თურქეთის ოფიციალურ პირებთან, რათა აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს.

"აღნიშნულ გამოფენაში არის დარბაზები, სადაც წარმოდგენილები არიან კერძო კომპანიები. ერთ-ერთ ასეთ თურქულ კერძო კომპანიას აქვს ნაქირავები ტერიტორია და იქ გამოფენილია ოკუპირებული აფხაზეთის ტურისტული სტენდი. როგორც კი ამის შესახებ ჩვენთვის გახდა ცნობილი, სტამბოლში ჩვენმა გენერალურმა კონსულმა ადგილზევე მოახდინა რეაგირება და დააფიქსირა პროტესტი. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს დაგეგმილია საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შეხვედრები, რომ ჩვენ ავუხსნათ ჩვენი პოზიცია, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი და მოვთხოვოთ როგორც გამოფენის ორგანიზატორებს, ასევე თურქეთის ოფიციალურ მხარეს ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება", - განუცხადეს "პირWელს" საგარეო საქმეთა სამინისტროში.