ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსენულ გადაცემას "2030”-ბიძინა ივანიშვილის მაგივრად მაკა ცინცაძე წაიყვანს. როგორც გადაცემის პროდუსერი ვალის მაღლაფერიძე "რეზონანსთან" საბარში განმარტავს, ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში დროდადრო სტუმრად მივა.„ზუსტი დრო ჯერ არ არ ის ცნობილი, როცა მოვამზადებთ, ეთერში მერე გავა. წამყვანი მაკა ცინცაძე იქნება, ყოფილი პრემიერი კი სტუმრად მივა, ისევე, როგორც სხვა. ამ ეტაპზე ტექნიკურ და შინაარსობრივ მხარეზე ვმუშაობთ. ეს იქნება საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ“- განაცხადა მაღლაფერიძემ.