რას სთხოვს დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პრეზიდენტს?

რას სთხოვს დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პრეზიდენტს?

"მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ ე.წ. ხელშეკრულება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ევროპასა და გაერო-შიც იქნას განხილული- ამ განცხადებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი აკეთებს. სანაკოევი დღეს პრეზიდენტთან შეხვედრას მართავს, ეს განცხადებაც სწორედ ავლაბრის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

"ჩვენ დღეს ვმართავთ პრეზიდენტთან შეხვედრას, რათა მოვამზადოთ წინადადებები, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით და ისინი რეკომენდაციის სახით მივაწოდოთ მთავრობას და თავად პრეზიდენტს. ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები და ეს ე.წ. ხელშეკრულება არა მარტო აქ ჩვენთან, არამედ ევროპასა და გაეროშიც განიხილონ", - აცხადებს სანაკოევი.

გიორგი მარგველაშვილი დიმიტრი სანაკოევთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან და ოკუპირებულ რეგიონებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრას, სადაც განხილვის თემას სწორედ აღნიშნული ე.წ. ხელშეკრულება წარმოადგენს.