ლარის კურსზე ეროვნულ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ

ლარის კურსზე ეროვნულ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ

ლარის კურსის თითქმის ყოველდღიური გაუფასურების თემაზე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ფინანსთა სამინისტოში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

"ინტერპრესნიუსი" აღნიშნულ უწყებებს დაუკავშირდა. ეროვნულ ბანკში განახცადეს, რომ კომენტარი ჯერ არ კეთდება, ფინანსთა სამინისტროში კი დაგვპირდნენ, რომ "დღის განმავლობაში დაგვიკავშირდებიან".

კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება 2.0 ლარს გადასცდა. დღეის მდგომარეობით, "საქართველოს ბანკში" მომხმარებელს 1 დოლარის შესყიდვა 2.04 ლარად შეუძლია, "თიბისი ბანკში" - 2.01 ლარად, ბანკ "რესპუბლიკაში" - 2.03 ლარად, "ლიბერთი ბანკში" - 2.02. კომერციულ ბანკებში 1 დოლარს 1.95-1.96 ლარის ფარგლებში იბარებენ. რაც შეეხება ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს, მათში, კომერციული ბანკების მსგავსად, დოლარის შეძენის ფასი 2.0 ლარს გადასცდა.

ლარმა გაუფასურება გასული წლის ნოემბერის ბოლოდან დაიწყო. 2013 წლის 1-ელ ნოემბერს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1,67 ლარი იყო. ლარის კურსის დასაჭერად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასული წლის ბოლოს 80 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რამაც კურსი რამდენიმე დღე დაიჭირა. .31 დეკემბერს 1 დოლარი 1.86 ლარი იყო.

ახალი წლის შემდგომ ლარის კურსმა დევალვაცია ისევ დაიწყო და დოლართა მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, დღეს, 23 იანვრს 1 დოლარის შეძენა 1,98 ლარად იქნება შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0308 ლარი შეადგინა.