დამნაშავე ადამიანები სისხლში ამოსვრილი ხელებით არასდროს გამოიძიებენ საქმეს!

დამნაშავე ადამიანები სისხლში ამოსვრილი ხელებით არასდროს გამოიძიებენ საქმეს!

იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები ყველა იმ პირისათვის, მათ შორის გამომძიებლების და პროკურატურის წარომადგენლებისათვის ითხოვენ უფლებამოსილების შეჩერებას, ვისაც 2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციის საქმის გამოძიებასთან რაიმე სახის კავშირი შესაძლოა ჰქონოდა. დაცვის მხარის განცხადებით, სხვა შემთხვევაში საქმის დროული და ობიექტური გამოძიება შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს.

"ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იურის მიდგომა და რჩევა გაითვალისწინონ და მოხდეს დროებით იმ ადამიანების ჩამოცილება. თუნდაც პირდაპირ თუ ირიბად იყვნენ დაკავშირებული 2006 წლის ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტთან. ცალსახაა ის, რომ დამნაშავე ადამიანები სისხლში ამოსვრილი ხელებით არასდროს არ გამოიძიებენ საქმეს", - განაცხადა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.