ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარს გადაცდა

ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარს გადაცდა

კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება 2.0 ლარს გადაცდა. დღეის მდგომარეობით, "საქართველოს ბანკში" მომხმარებელს 1 დოლარის შეძენა 2.04 ლარად შეუძლია, "თიბისი ბანკში" - 2.01 ლარად, ბანკ "რესპუბლიკაში" - 2.03 ლარად, "ლიბერთი ბანკში" - 2.02. კომერციულ ბანკებში 1 დოლარს 1.95-1.96 ლარის ფარგლებში იბარებენ. 

დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვთ განთავსებული.

რაც შეეხება ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს, მათში, კომერციული ბანკების მსგავსად, დოლარის შეძენის ფასი 2.0 ლარს გადასცდა. 

ლარმა გაუფასურება გასული წლის ნოემბერის ბოლოდან დაიწყო. 2013 წლის 1-ელ ნოემბერს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1,67 ლარი იყო. ლარის კურსის დასაჭერად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასული წლის ბოლოს 80 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რამაც კურსი რამდენიმე დღე დაიჭირა. .31 დეკემბერს 1 დოლარი 1.86 ლარი იყო. 

ახალი წლის შემდგომ ლარის კურსმა დევალვაცია ისევ დაიწყო და დოლართა მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, დღეს, 23 იანვრს 1 დოლარის შეძენა 1,98 ლარად იქნება შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0308 ლარი შეადგინა.