ლარი ერთ დღეში კიდევ 3 პუნქტით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 23 იანვრიდან 1 დოლარის შეძენა 1,98 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ 21 იანვარს დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 1.95-ს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0308 ლარი შეადგინა.