საუდის არაბეთის მეფე აბდულა ბინ აბდულაზიზი გარდაიცვალა. "ბიბისის" ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, 90 წელს მიტანებული მეფე ფილტვების ანთების გამო კლინიკაში იმყოფებოდა.
აბდულა ბინ აბდულაზიზი საუდის არბეთის სამეფო ტახტზე 2005 წელს ავიდა.
"ბიბისის" ცნობით, ქვეყნის ახალი მეფე აბდულა ბინ აბდულაზიზის ძმა, 79 წლის სალმანი გახდება.
აბდულა ბინ აბდულაზიზიმ მეფობის პერიოდში ქალებს ადგილობრივი საკონსულტაციო საბჭოების არჩევნებში მონაწილეობის ნება დართო.
საუდის არაბეთის მეფის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.