ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიღებას დაესწრო

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიღებას დაესწრო. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, "ბაქო 2015" -ს ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევის მიწვევით დაესწრო.

მიღებაზე ასევე იმყოფებოდნენ მონაკოს პრინცი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე სხვადასხვა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები.