სასამართლომ ჰოსნი მუბარაქის ორ ვაჟის პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

სასამართლომ ჰოსნი მუბარაქის ორ ვაჟის პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

ეგვიპტის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის ორ ვაჟს, მათ წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე აღძრული საქმის ხელმეორედ განხილვამდე, პატიმრობიდან გათავისუფლება შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. 

"როიტერის" ცნობით, გამალ და ალ მუბარაქები იქამდე ვერ დატოვებენ საპყრობილეს, ვიდრე მათ წინააღმდეგ აღძრული სხვა საქმეების განხილვა არ მოხდება. 

2014 წლის მაისში ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაქს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სახელმწიფო თანხების გაფლანგვის გამო. მის შვილებს კი ამავე ბრალდებით სასამართლომ Oოთხწლიანი პატიმრობა შეუფარდა.