ფილიპ ბრიდლავი - ნატო რუსეთთან სამხედრო კომუნიკაციის აღდგენას გეგმავს

ფილიპ ბრიდლავი - ნატო რუსეთთან სამხედრო კომუნიკაციის აღდგენას გეგმავს

ნატო რუსეთთან სამხედრო კომუნიკაციის აღდგენას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს. 

ევროპაში ნატო-ს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ფილიპ ბრიდლავის განცხადებით, ნატო-ს სამხედრო ლიდერები რუს კოლეგებთან კონტაქტის აღდგენას აპირებენ რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ. 

"ჩვენ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, როგორ აღვადგინოთ კომუნიკაციები და იმ ფაქტზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კომუნიკაციები რუსეთში ჩვენს უფროს სამხედრო თანამოსაუბრეებთან", - განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა.

მისივე თქმით, ის ესაუბრა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს მას შემდეგაც კი, რაც რუსეთის ჯარები გასულ წელს უკრაინის კუთვნილ ყირიმის რეგიონში შევიდნენ. "ჩვენ ვაპირებთ კომუნიკაციების აღდგენას", - აღნიშნა ფილიპ ბრიდლავმა.