ანგელა მერკელი - რუსეთმა მსოფლიო წესრიგი დაარღვია

ანგელა მერკელი - რუსეთმა მსოფლიო წესრიგი დაარღვია

უკრაინაში რუსეთის ქმედებებმა მსოფლიო წესრიგი დაარღვია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დავოსში, მოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. 

"ყირიმის ანექსია - ეს არ არის უბრალოდ ანექსია. ეს არის ფასეულობების დარღვევა, რომელთა დამსახურებითაც შეიქმნა ევროპული მსოფლიო წესრიგი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, კონკრეტულად კი საზღვრებისა და ტერიტორული მთლიანობის აღიარებით", - აღნიშნა მერკელმა.

მისივე თქმით, რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების გაუქმება შეუძლებელია ბერლინში "ნორმანდიული ოთხეულის" მოლაპარაკებების შემდეგაც კი. მერკელის აზრით, არსებობს მცირე პროგრესი, მაგრამ გადადგმულია მთელი რიგი ნაბიჯები უკუმიმართულებით", - განაცხადა კანცლერმა. 

მისივე მტკიცებით, რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომები მაშინ მოიხსნება, როდესაც ის მიზეზები აღარ იარსებებს, რის გამოც ეს სანქციები დაწესდა. "თუმცა, სამწუხაროდ, ეს ჯერ ასე არ არის", - აღნიშნა ანგელა მერკელმა.