აფხაზეთის დელეგაცია, დეფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის გენადი გაგულიას მეთაურობით, სტამბულში იმყოფება, სადაც ყოველწლიური გამოფენის "Emitt Istanbul-2015" მე-19 გახსნას ესწრება.
ღონისძიება თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მხარდაჭერით ეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას "აპსნიპრესი" ავრცელებს.
აღნიშნულ ღონისძიებაზე წარმოდგენილია ტურების ძირითადი სახეობები, მათ შორის საექსკურსიო, საკრუიზო, აქტიური და ექსტრემალური ტურები.
აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა გამოფენაში მონაწილეობას იღებს თურქულ პარტნიორ კომპანია "Aკმის"-თან ერთად. აფხაზეთს წარმოდგენილი აქვს ალკოჰოლური და საკვები პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, მათ შორის ღვინო და კონიაკი, თაფლი, მშრალი ხილი, შებოლილი ხორცეული და ყველი და სხვ.
გამოფება 25 იანვრამდე გასტანს.