იენს სტოლტენბერგი - ნატო აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო კონტინგენტს გაზრდის

იენს სტოლტენბერგი - ნატო აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო კონტინგენტს გაზრდის

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთ ევროპაში თავისი სამხედრო კონტინგენტის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"ჩვენ უკვე ვხედავთ ნატოს გაძლიერებულ ყოფნას ბულგარეთსა და ევროპის აღმოსავლეთით პარტნიორ ქვეყნებში. დიდი რაოდენობით სამხედროები მონაწილეობენ ალიანსის სახმელეთო სწავლებებში. ჩვენ სულ უფრო მეტი თვითმფრინავები გვყავს ჰაერში და ხომალდები ზღვაში. ეს ყველაფერი ზრდის ნატოს ყოფნას ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორების ტერიტორიებზე. ვაპირებთ კონტინგენტის გაზრდას ადრეული შეტყობინებების პროგრამის გეგმის რეალიზაციის ხარჯზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს გვყავდეს სწრაფი რეაგირების ძალები. შევქმნით სამეთაურო და საკონტროლო ცენტრებს, სულ მცირე, ექვს აღმოსავლელ პარტნიორთან - ბალტიის სამ ქვეყანაში, პოლონეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში", - განაცხადა სტოლტენბერგმა.