"პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის თარიღი ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება"

ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში ყოველთვის დაგვიანებით იმართება და არა პლენარული სხდომის პირველ დღეს.

"ამ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციაში მუშაობა მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენების სავარაუდო თარიღი, რაც პარლამენტის აპარატთან და ხელმძღვანელობასთან ერთობლივად იქნება ჩამოყალიბებული. როგორც წესი, გამოსვლა საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომის პირველ დღეს იმართება, თუმცა თუ უკანასკნელ პერიოდს გადავხედავთ, პრეზიდენტის პარლამენტში მისვლა ცოტა მოგვიანებით ხდება",-აღნიშნა კვერენჩხილაძემ.

ამასთან, როგორც კვერენჩილაძემ ფორმატთან დაკავშირებით განაცხადა, პრეზიდენტმა არა ერთხელ დააფიქსირა მზადყოფნა, რომ მას ნებისმიერ ფორმატში შეუძლია მონაწილეობის მიღება.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით თებერვალში ელოდებიან.