"მთავრობის და უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტის მიმართვის დაკნინება ჩვენი ქვეყნის უპატივცემულობაა"

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით, პრეზიდენტის პარლამენტისადმი მიმართვის თარიღის გადაწევაში ტრაგიკული არაფერია.

"თავისთავად, თარიღის გადაწევაში ტრაგიკული არაფერია. ამის დრამატიზებას არ მოვახდენდი, მაგრამ რაც შეეხება შინაარსს, ნამდვილად საყურადღებოა. ეს არის ქართველი საზოგადოებისადმი მიმართვა, სადაც პრეზიდენტმა საკუთარი ხედვა უნდა წარმოადგინოს - როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა მომავალი ერთი წლის განმავლობაში. ამიტომ, მთავრობის და უმრავლესობის მხრიდან ამ მიმართვის დაკნინება და უპატივცემულობა არის ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის მომავლის უპატივცემულობა",-განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე თებერვალში უნდა წარდგეს.