საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში მსჯელობა უნდა გაიმართოს.
მისივე თქმით, ხელისუფლების და პირველ რიგში, პროკურატურის ვალდებულებაა, აღნიშნული საკითხი სწრაფად გამოიძიოს.
"თავისთავად, ის რაც მოხდა საზარელი ტრაგედიაა. არ მახსენდება ასეთი შემზარავი ცინიზმით ჩადენილი დანაშაული საქართველოში. ამ საქმის გამოძიება ხელისუფლების და პირველ რიგში, პროკურატურის ვალდებულებაა. რაც შეეხება პარლამენტში დაბარებას და დეპუტატების მხრიდან ინფორმაციის მიღებას, მიგვაჩნია, რომ როდესაც ასეთი მაღალი ინტერესია, პარლამენტი უნდა იყოს ჩართული ამ საკითხში",-განაცხადა ბაქრაძემ.