როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, პრეზიდენტს აქვს მზადყოფნა, რომ პარლამენტში მივიდეს და მას საკანონმდებლო ორგანოც ელოდება.
"რა თქმა უნდა, პრეზიდენტს მიღებს პარლამენტი. ეს არ იქნება თებერვლის პირველი დღეები, თუმცა თარიღზე შევთანხმდებით. პრეზიდენტს აქვს მზადყოფნა, განწყობა, სურვილი და ვალდებულებაც, რომ პარლამენტში მოვიდეს. მეორე მხრივ, მას პარლამენტიც ველოდებით",-განაცხადა საგანელიძემ.
ამასთან, როგორც საგანელიძემ ფორმატთან დაკავშირებული კითხვის კომენტირებისას განაცხადა, ფორმატთან დაკავშირებით საუბარი მოგვიანებით იქნება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტში პრეზიდენტს 4 თებერვალს არ მოუსმენენ.
უსუფაშვილმა აღნიშნულის მიზეზად საკანონმდებლო ორგანოს დატვირთული განრიგი დაასახელა.