„ერთ-ერთი ვერსია შესაძლოა, იყოს, რომ მკვლელი საოკუპაციო ზოლიდან მოქმედებდა“

„ერთ-ერთი ვერსია შესაძლოა, იყოს, რომ მკვლელი საოკუპაციო ზოლიდან მოქმედებდა“

როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განმარტა, იური ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილი სოფელი ყარაფილა საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

„გეოგრაფიულად ის ადგილი, სადაც აღნიშნული აქტი მოხდა, საოკუპაციო ზოლთან ახლოს არის. ამიტომ არ არის გამორიცხული და  ერთ-ერთი ვერსია ალბათ, შესაძლოა, იყოს, რომ მკვლელი საოკუპაციო ზოლიდან მოქმედებდა. ეს რა თქმა უნდა, ვითარებას კიდევ უფრო ართულებს“, - აღნიშნა სესიაშვილმა.

მისივე განცხადებით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა საზოგადოების დაშინებისა და სახელმწიფო სტაბილურობის მოშლისკენ იყო მიმართული.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) დაიწყო.