„ამ დღეს ველოდი, მოვესწარ..." - წერს ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია „facebook"-გვერდზე.
„-ამ ბინაში გავატარეთ მე და ჩემმა ოჯახმა ბოლო 19 წელი.
- წუხანდელი ღამეც აქ გავათენეთ, მაგრამ ამჯერად უკვე - სხვის ბინაში.
-დიახ! გუშინდლიდან შევჩენკოს 12-ში მდებარე ეს ხუთოთახიანი ბინა ჩვენი აღარაა: იგი ჩემი ოჯახის საბანკო და სხვა ვალების ერთმა ნაწილმა მშვიდად და უხმაუროდ შეიწირა.
- აი, ასე „წვერდამშვენებული" ვაცილებ ჩემს 65-ე ზამთარს და 165 000 $-%-იანი ვალით ვეგებები 66-ეს!
- მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და „უღრმესი მადლობა" მოვახსენო, ჩემდამი გამოჩენილი „გულისხმიერებისათვის", „პროკრედი ტბანკსა და „ქართუს" ყოფილ პრეზიდენტს, ბატონ ნოდარ ჯავახიშვილს, ვისი „პრინციპულობის" წყალობით იძულებული გავხდი, სხვა ბანკიდან ამეღო კაბალური (წლიური 36%-იანი) სესხი და... ცხადია, დეტალებს აქ აღარ ჩავუღრმავდები.
- იმედია, აწი მაინც არ მკითხავთ, რით ვარსებობდით ბოლო 11 წლის განმავლობაში, როცა ოჯახის არც ერთი წევრი არ იყო დასაქმებული....
-კარგად მესმის, რომ სამშობლოზე გაბრაზება ყოვლად დაუშვებელია, მაგრამ არც იმის შეგრძნებაა ადვილად ასატანი, რომ შენს ქვეყანას არაფერში არ სჭირდები.
-ხელისუფლებაზე ხომ ლაპარაკიც კი არ ღირს : „მე ვიყო კარგად და შენ, თუ გინდა, კისერი გიტეხია" - აი, მისი პრინციპი.
-ნუგეშად კი ჯერჯერობით მხოლოდ ის მრჩება, რომ, ახალი მეპატრონის კეთილი ნებით, შეგვიძლია, აქ დავრჩეთ გაზაფხულამდე.
- მერე?
-მერე რა იქნება? - ეს ჯერ არ ვიცით!!!
-„საქართველოო, ლამაზო! სხვა საქართველო სად არი?"..." - წერს ლევან ღვინჯილია.