პარლამენტში პრეზიდენტს 4 თებერვალს არ მოუსმენენ

პარლამენტში პრეზიდენტს 4 თებერვალს არ მოუსმენენ

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. უსუფაშვილმა აღნიშნულის მიზეზად საკანონმდებლო ორგანოს დატვირთული განრიგი დაასახელა.

"პრეზიდენტს და პარლამენტს აქვს საშუალება შეთანხმდნენ ოპტიმალურ დროზე, ის, რომ 4 თებერვალს ეს ვერ იქნება, ეს უკვე გასაგებია. ბევრი რამის გამო, პირველ რიგში კი იმიტომ, რომ წინა სესიიდან გადმოყვა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა ვადებშიც უნდა ჩავეტიოთ, ამიტომ პირველი პლენარული სხდომის განმავლობაში, პირველი კვირის განმავლობაში ალბათ, გაგვიჭირდება პრეზიდენტის მოსმენა",- განაცხადა უსუფაშვილმა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში წლიური ანგარიშით თებერვალში უნდა წარსდგეს.