სამანტა პაუერმა რუსეთის პრეზიდენტის

სამანტა პაუერმა რუსეთის პრეზიდენტის "სამშვიდობო გეგმას" საოკუპაციო გეგმა უწოდა

გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლის სამანტა პაუერის განცხადებით, ე.წ. სამშვიდობო გეგმა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ლიდერს სთავაზობდა, უკრაინის ოკუპაციის რუსული გეგმაა.

გაერო-ს უშიშროების საბჭოზე, რომელიც უკრაინის კრიზისს მიეძღვნა, პაუერმა განაცხადა, რომ მსგავსი "სამშვიდობო გეგმა" უკვე ვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.   

"პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის პრეზიდენტს შესთავაზა, განიხილონ მის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა, რომელიც რუსეთს მისკში აღებული ვალდებულებების შესრულებისგან ათავისუფლებს. ეს გეგმა ნიშნავს სექტემბრის შემდეგ, სეპარატისტების მიერ მიტაცებული ტერიტორიების ლეგიტიმაციას. ჩვენ ამგვარი სამშვიდობო გეგმები უკვე ნანახი გვაქვს აფხაზეთთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და დნესტრისპირეთთან მიმართებაში",- განაცხადა პაუერმა.