იური ვაზაგაშვილი აშშ-ის საელჩოს შვილის მკვლელობის გამოძიების საქმეში დახმარებას სთხოვდა

იური ვაზაგაშვილი აშშ-ის საელჩოს შვილის მკვლელობის გამოძიების საქმეში დახმარებას სთხოვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, იური ვაზაგაშვილი შეერთებულ შტატებს შვილის საქმის გამოძიებაში დახმარებას სთხოვდა.

ელჩის განცხადებით, იური ვაზაგაშვილი საელჩოში სხვადასხვა დროს სამჯერ იმყოფებოდა და ამერიკულ მხარეს მისი შვილის მკვლელობის გამოძიების საქმეში დახმარებას სთხოვდა.

როჩარდ ნორლანდის თქმით, კონკრეტულად ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე შეერთებული შტატების ოფიციალურ რეკომენდაციებში არაერთხელ მოხვდა.